“ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით უმრავლესობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომებს დღეს გამართავს
“ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს.
10:00 საათზე პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, 10:30 საათზე კი – პოლიტიკური საბჭოს სხდომა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა, პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება.