რატი იონათამიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი, პროფესიონალი და პატრიოტი
საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი და პროფესიონალი და პატრიოტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ცდილობს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას.
„პრეზიდენტის არჩევა ჩვენი გეგმის ნაწილი კი არ არის, ჩვენი პირდაპირი ვალდებულება არის. არ მაქვს უფლება ვისაუბრო პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობაზე, თუმცა შემიძლია ვისაუბრო იმაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი და პროფესიონალი და პატრიოტი. ამ თვისებებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ როდესაც ადამიანი პროფესიონალია, პატრიოტია და თან პატიოსანი, მან კარგად იცის ეროვნული და ტრადიციული ღირებულებები, ასეთი ადამიანი სახელმწიფოებრივად აზროვნებს.
რაც ჩამოვთვალე, ამის საპირისპიროა ჩვენი ბოლო პრაქტიკა და გამოცდილება, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე თავზე იხევს კონსტიტუციას. ის ცდილობს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას და შემდეგ ისევ სახელმწიფოს სახელით გველაპარაკება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.