ირაკლი ქადაგიშვილი: ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში
“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ვარაუდობს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შევა.
„რაც შეეხება ოპოზიციის შემოსვლა-არ შემოსვლას, რა თქმა უნდა, ესეც იქნება გარკვეული პოლიტიკური პროცესი, რომელიც გარკვეულწილად, 2020 წლის პროცესის მსგავსი იქნება. ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.