გიორგი მარგველაშვილი: თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, რომ დაიტოვოს მანდატები, ეს არის პარლამენტის ლეგიტიმაცია

თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, რომ დაიტოვოს მანდატები და არ თქვას მანდატებზე უარი, ეს არის სრული ფარსი, ეს არის თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დღის წესრიგზე თამაში, ეს არის პარლამენტის ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ჩახსნის მანდატებს, არ ჩახსნის სიებს, ის არის კოლაბორაციონისტული პოლიტიკური ძალა ამ სპეცოპერაციის პროცესში“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები