ირაკლი ხმალაძე – მედიაში გავრცელებულ საკადრო ცვლილებებზე: მიკვირს საიდან მოგაქვთ ეს ტყუილები, თბილისის მერიაში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიაში დაწყებულ საკადრო წმენდას ირაკლი ხმალაძის გადაყენება მოჰყვა, სრულ ტყუილს და სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მართლა მიკვირს საიდან მოგაქვთ ეს ტყუილები. ერთხელ მაინც დაასახელეთ თქვენი ე.წ. წყარო.

თბილისის მერიაში ყველაფერი კარგად არის და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი“, – წერს ირაკლი ხმალაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები