სოფელ რუისში გზის ასფალტირება მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ რუისში სასაფლაომდე მისასვლელი გზის ასფალტირების სამუშაოები. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“ამ ეტაპისთვის მომზადებულია საფუძვლის ქვედა და ზედა ფენები და მიმდინარეობს საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები მსხვილმარცვლოვანი ასფალტბეტონით.
პროექტი ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს „იბოლია“,- წერია ინფორმაციაში.