“ცესკო თანამშრომლობს პროკურატურასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, არ თანამშრომლობს თავად პოლიტიკური ოპოზიცია” – მაჭარაშვილი

“ცესკო თანამშრომლობს პროკურატურასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, არ თანამშრომლობს თავად პოლიტიკური ოპოზიცია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უცხოეთიდანაც ოპოზიციის სასარგებლოდ განცხადებები აღარ კეთდება.

„ჩვენ ვნახეთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მიიტანეს. ეს კიდევ მორიგ ჯერზე გახდა იმის საფუძველი, რომ მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მათმა მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს. თქვეს, რომ ეს ხალხი არაფრის გამკეთებელია. ამიტომ არის, რომ აქციებზეც არავინ ჰყავთ და ამიტომ არის, რომ უცხოეთიდანაც მათ სასარგებლოდ განცხადებები აღარ კეთდება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები