“ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთსა და ომთან დამოკიდებულებაში გარკვეულ ცვლილებებს ვხედავთ” – ამირან სალუქვაძე

“ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთსა და ომთან დამოკიდებულებაში გარკვეულ ცვლილებებს ვხედავთ”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა.

„პუტინისა და შოლცის საუბრის დეტალები გარკვეულწილად უცნობია. ომის და მშვიდობის თემა გერმანიის შიდა პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ თამაშდება და ამას უკრაინის ინტერესები ეწირება. ჩვენ ვიხილეთ ზელენსკის უარყოფითი დამოკიდებულება, სადაც განაცხადა, რომ შოლცმა პანდორას ყუთი გახსნაო. და აი, პანდორას ყუთის გახსნის პირველი ელემენტი ვიხილეთ, როცა მაკრონი დემონსტრაციულად მივიდა ლავროვთან. ეს ჩემი შეფასება არაა, მათ შორის ფრანგულმა მედიამაც ასე აღიქვა, რომ მაკრონი დემონსტრაციულად მივიდა ლავროვთან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა ეს დემონსტრაციულად, როცა მაკრონს G20-ის მუშაობის ფორმატში შეეძლო ლავროვის ნახვა ან კულუარებში, ან მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ რატომღაც ეს გააკეთა ფოტოს გადაღების დროს, რაც დაინახა მთელმა მსოფლიომ“, – განმარტა ამირან სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები