გიორგი ვოლსკი: ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს
“ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ ისეთ მიმართულებას აყვნენ, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი ოპოზიციონერი ლიდერების დღევანდელ განცხადებას, რომ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.
ვოლსკის თქმით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს.
„საკვირველია, რომ თავის დროზე, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ახალგაზრდებს მოუწოდა, საკუთარი სხეული გაყიდონ, ადამიანს სიამოვნება გაუკუღმართებული თუ სხვა სექსუალური აქტივობებით მიაღწევინონ და ამით ფული გააკეთონ. მან თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს. ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ აყვნენ ისეთ მიმართულებას, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია. მით უმეტეს, მსოფლიოში პოლიტიკის გადალაგება მიდის, ევროპასა და აშშ-ში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს. იყო ძალიან საეჭვო ადამიანების, ქართველთ მოძულეთა პირდაპირი მოწოდება, რომ ეს ქვეყანა დაანგრიონ, მაგრამ არაფერი შერჩათ ხელში, გარდა იმისა, რომ ბიულეტენის ერთი მხრიდან წერტილმა გამოჟონა.
რასაკვირველია ადამიანები მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ეს მუდმივად გაგრძელდეს, რადგან ეს დანაშაულებრივი გეგმა რევოლუციისა, მათ ოჯახებსაც დაარტყამს”, – განაცხადა ვოლსკიმ.