“ნაციონალურ მოძრაობას“ „იმედის“ ყველაზე მეტად ეშინოდა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყო და როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ეშინია, როცა ოპოზიციაშია” – იონათამიშვილი
“ნაციონალურ მოძრაობას“ „იმედის“ ყველაზე მეტად ეშინოდა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყო და როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ეშინია, როცა ოპოზიციაშია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
მან „იმედის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
“ის სიძულვილი და თავდასხმა, რაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, არ იყო მხოლოდ „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმა, ეს იყო თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „იმედის“ ყველაზე მეტად ეშინოდა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყო და როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ეშინია, როცა ოპოზიციაშია. მე ეს არ მიკვირს, ვინაიდან „ტვ იმედი“ დიდი ხნის მანძილზე იყო თავისუფლების კუნძული საქართველოში და სწორედ 2007 წლის 7 ნოემბერს დამყარდა დიქტატურა ჩვენს ქვეყანაში „იმედის“ დახურვით. ეს ადამიანები ცხადია ამ ზნეს არ იცვლიან და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიძულვილი წახალისებულია სწორედაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავების მხრიდან. ისინი თესავენ ამ სიძულვილსა და ძალადობის ფაქტებს. მოხარული ვარ, რომ გამოძიება დაწყებულია და აუცილებელია, რომ მსგავსი საკითხების გამოძიება ბოლომდე მივიდეს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.