“ჩვენ გვყავს იმდენად უპრინციპო რადიკალური ოპოზიცია, რომ მოულოდნელი ამათგან არაფერია” – იონათამიშვილი

“ოთხი წლის წინაც იგივე სიტუაცია იყო. ჯერ არ შემოდიოდნენ, შემდეგ ამბობდნენ, რომ ვინც შემოვიდოდა იქნებოდა პუფი და ბოლოს ისე შემოვიდნენ, გაცდენილი თვეების ანაზღაურებაზე საკანონმდებლო ცვლილებებს გვთხოვდნენ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი რადიკალების მიერ საპარლამენტო მანდატების შესაძლო დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

„ჩვენ გვყავს იმდენად უპრინციპო რადიკალური ოპოზიცია, რომ მოულოდნელი ამათგან არაფერია, რამდენჯერ უთქვამთ ერთი და გაუკეთებიათ მეორე. ამის ჩამონათვალი რომ გავაკეთოთ, ძალიან შორს წაგვიყვანს, არც ერთი და არც ორი ეთერი ამ ყველაფრის აღწერას არ ეყოფა. ოთხი წლის წინაც იგივე სიტუაცია იყო. ჯერ არ შემოდიოდნენ, შემდეგ ამბობდნენ, ვინც შემოვიდოდა იქნებოდა პუფი და ბოლოს ისე შემოვიდნენ, გაცდენილი თვეების ანაზღაურებაზე საკანონმდებლო ცვლილებებს გვთხოვდნენ.

შემდეგ ისე აგრძელებდნენ, საერთოდ არ დადიოდნენ სხდომებზე, აპრიორი ბოიკოტს აცხადებდნენ იმისათვის, რომ ხელფასები აეღოთ და ხელფასებს მაინც იღებდნენ. ასეთი „ზნეობრივი სტანდარტის“ ოპოზიცია ჰყავს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. დღესაც ხომ მოატყუეს ჩვენი საზოგადოება, როდესაც აპრიორი დაიწყეს, რომ თითქოს რაღაცას მოაწერეს ხელი, ხსნიდნენ სიებს, როდესაც ამის სამართლებრივი, პროცედურული საფუძველი არ არსებობდა. ამის საფუძველი შეიქმნება მხოლოდ 25 ნოემბრის შემდეგ და მერე დაწერონ თუ რამის დამწერები არიან ესენი”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები