“ჩაკეტილი სამყარო იყო ” – კიტოვანის და იოსელიანის ლეგიტიმურობა ცნო დასავლეთმა და ზვიად გამსახურდიასი არა, ეს არ იყო შეცდომა?” – სევდია უგრეხელიძის პასუხი ვახო ხუზმიაშვილის კითხვაზე
“დღეს ითქვა, რომ ზვიად გამსახურდიას ჰბრალდებოდა ნაციონალისტობა და სინამდვილეში ეს ასე არ იყო, დღეს გაირკვა და დღეს იწერება ამის შესახებ საზღვარგარეთ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სევდია უგრეხელიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ წამყვანის კითხვის (როდესაც, კანონიერი უზენაესი საბჭო დაამხვეს და შემდეგ მოვიდა კიტოვანის, ჯაბა იოსელიანის, თენგიზ სიგუას პარლამენტი, ამის ლეგიტიმაცია ისე ცნო მთელმა მსოფლიომ, რომ შეფასება არ ჰქონდა ზვიად გამსახურდიას უზენაეს საბჭოს და რამდენად რელევანტურია, როდესაც საუბრობთ გვექნება თუ არა ლეგიტიმაცია?) პასუხად განაცხადა.
„რამდენი წლის წინ იყო ეს ამბავი?! ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი და მსოფლიო იყო ეიფორიაში… მათთვის არ დაგავიწყდეთ, რომ უკვე ორ თვეში მოვიდა შევარდნაძე, ხოლო შევარდნაძე მათთვის იყო საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი ხელშემწყობი. მაშინ არ იყო ეს ისე თვალნათელი, არ იყო ეს სიტუაცია, დღეს ითქვა, რომ ზვიად გამსახურდიას ჰბრალდებოდა ნაციონალისტობა და სინამდვილეში ეს ასე არ იყო, დღეს გაირკვა და დღეს იწერება ამის შესახებ საზღვარგარეთ. ჩაკეტილი სამყარო იყო და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო საქართველო.
ხომ იცით გამოთქმა, ამერიკა გვიან იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ საბოლოოდ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს…”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
კითხვაზე დასავლეთს ჩვენთან შეცდომები მოსვლია თუ არა, სევდია უგრეხელიძემ განაცხადა – „როგორ არ მოსვლია, მაგრამ დრო მიდის და თანდათანობით გვიან, მაგრამ ისინიც იგებენ ე.ი. სად დაუშვეს შეცდომა“.
27-მა სახელმწიფომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ცნო და დანარჩენებმა შემდეგ ცნეს…
საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მთავარი, მერე უკვე ინფორმაციის გავრცელება, ის რომ უკვე შევარდნაძე კორუმპირებული ხელისუფლება იყო – ნელ-ნელა ცნობილი გახდა.
ზვიად გამსახურდია 14 თვე იყო მხოლოდ – 27-მა სახელმწიფომ ცნო”,- აღნიშნა უგრეხელიძემ.
ხუზმიაშვილის კითხვაზე, “სახელმწიფო რომ დაამხვეს პუჩისტებმა, ეს ცნო დასავლეთმა?”
რესპონდენტი პასუხობს: ის, რომ უკანონო იყო ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით იყო ცალკეული დასკვნები. სახელმწიფოებრივად იმდენად მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა… ამ გლობალურ ამბავში და ამასთან, მთავარი იყო მსოფლიო ომი არ ყოფილიყო, ჩაიკარგა ჩვენი პრობლემა, ისევე როგორც იუგოსლავიის დაშლის დროს მოხდა.
ახლაც, ისევე როგორც გამსახურდიამ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა ასევე, ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ რომ ახლა დავკარგოთ დამოუკიდებლობა, რასაც ახლა “ოცნება” გვიმზადებს, და ჩაგვაბაროს რუსეთს – აღსადგენი იქნება დამოუკიდებლობა, ზვიად გამსახურდიას მიერ აღდგენილი დამოუკიდებლობის 9 აპრილის აქტის საფუძველზე. თუ ჩვენ ახლა ვერ გადავარჩინეთ…”,- აღნიშნა უგრეხელიძემ.
ხუზმიაშვილის კითხვაზე, “როდის უნდა ვირწმუნოთ ზურაბიშვილის, როცა გამსახურდიას ეძახდა დიქტატორს თუ დღეს?”
უგრეხელიძე პასუხობს:
“ადამიანების კი არ უნდა გვწამდეს, საქმეების. ჩვენ ამას სახარებაც გვეუბნება…”,- აცხადებს უგრეხელიძე.