“შეიძლება ვთქვათ, რომ არანაირი საპროტესტო მუხტი დღეს ქვეყანაში არ არის” – იონათამიშვილი
“შეიძლება ვთქვათ, რომ არანაირი საპროტესტო მუხტი დღეს ქვეყანაში არ არის”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს უღალატა.
„ოპოზიციამ უღალატა და გადააგდო ის მცირერიცხოვანი ამომრჩეველიც კი, ვინც დარჩა და ეს არის ფაქტი. სწორედ ამიტომ არის, რომ ზურგი შეაქცია მათ საკუთარმა ამომრჩეველმა და ისეთ აქციებს აორგანიზებენ, სადაც ჟურნალისტი უფრო მეტი მიდის, ვიდრე ამ აქციის მონაწილე, ეს არის ფაქტი.
საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც ოპოზიცია გააფერადა, ეს ოპოზიცია აირჩია პარლამენტში და არა კარავში. ამათ კარავში უნდათ შესვლა და რა თქმა უნდა ეს აცდენილია იმ მოთხოვნასთან, რაც მათ საზოგადოებას გააჩნდა. უბრალოდ როგორც ჩანს ეს დავალება მიიღეს, ამ დავალების შესრულება უნდოდათ და არც ეს არ გამოსდით, ამასაც ორიანზე ასრულებენ.
ფაქტი არის ის, რომ როგორც ჩანს ძალიან მოაბეზრეს თავი ქვეყნის შიგნით საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყნის გარეთ საკუთარ პატრონებს. რა საკვირველია ასეთი გზასაცდენილი ოპოზიცია, როგორიც ჩვენ გვყავს სინამდვილეში არ არის „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, ეს არის ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ოპოზიცია და არის ბოლომდე გაკოტრებული და მარგინალიზებული“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.