მსოფლიო ბავშვთა დღე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცეს

მსოფლიო ბავშვთა დღე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ, სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“ბავშვებს სადღესასწაულო განწყობა გასართობი ცენტრის ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. მოსწავლეებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მერიისგან მხატვრული ლიტერატურა და საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ. ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა სახალისო ვიქტორინა.

მსოფლიო ბავშვთა დღე, 20 ნოემბერს აღინიშნება, ემთხვევა ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების წლისთავს, არის გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური თარიღი და მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებასა და რესურსების მობილიზაციას ყველა იმ ბავშვისთვის, რომლებიც ვერ სარგებლობენ საკუთარი უფლებებით”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები