ქარელის მერია: სოფელ რუისში გზების ასფალტირება მიმდინარეობს

სოფელ რუისში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სასაფლაომდე მისასვლელი სამი გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

“პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზა N1 – 0,475 კმ. გზა N2 – 0,7კმ. გზა N3 – 0,360 კმ. ასფალტობეტონის საფარის დაგება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების და რკინა-ბეტონის სარწყავ-სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე მოეწყობა წყალგამტარი მილები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
სამუშაოებს ასრულებს შპს „იბოლია”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები