ჩხოროწყუს მერმა 2024 წლის ანგარიში წარადგინა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის მიზნით ადგილობრივებთან შეხვედრა დღეს ქალაქ ჩხოროწყუში, ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში გამართა. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

“დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურის, სოციალურ, სოფლის მეურნეობის, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.

ანგარიშის პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მრჩეველთა საბჭოს, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სამსახურისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანგარიშის პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე: https://chkhorotsku.gov.ge/sites/default/files/angarishi22 “,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები