მიხეილ სააკაშვილი: დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო
“დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გამოიყვანეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიციელები ვიდრე საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მიზნით”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა!
ევროკავშირმაც მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთავრობისთვის გამოყოფილი ფულის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადამისამართდება გამოაცხადა.
ახლა ქართველი ხალხის ორგანიზებულობაზე და სიმტკიცეზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოვა!”,- წერს სააკაშვილი.