ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე: ეს არის ერთ წინადადებიანი ანეკდოტი

“ეს არის ერთ წინადადებიანი ანეკდოტი და ჟღერს შემდეგნაირად: სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა”, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების ” წევრმა, ირაკლი კირცხალიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი.

„რაც შეეხება მთელი ამ პროცესის ტრაგიკომიკურობას, ქალბატონი, რომელიც მედროშეა კონსტიტუციის დარღვევის, მედროშეა პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენების, ახლა ასე იქცევა.

კარგად არის ნათქვამი, რეალურად რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე. ყველა ერთად ხავსსაც ვეღარ ეჭიდებიან, არიან წყალწაღებულები“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები