“საბოლოოდ, ევროკავშირს მოუწევს, ითანამშრომლოს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან” – რიკარდ იოზვიაკი

“საბოლოოდ, ევროკავშირს მოუწევს ითანამშრომლოს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან”, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს.

მისი თქმით, არ არსებობს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ფართომასშტაბიანი გაყალბების პირდაპირი მტკიცებულება.

“ევროკავშირის ზოგიერთი ოფიციალური პირისთვის პრობლემის ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს უდავო მტკიცებულება, როდესაც საქმე ეხება თაღლითობასთან დაკავშირებულ ფართოდ გავრცელებულ ბრალდებებს. არსებობს სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებზე 54%-იანი მხარდაჭერა მიიღო, თუმცა, ეს გასაკვირი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ეუთოს არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნებას შესაძლოა, სამი თვე დასჭირდეს. ახლა ცოტა რამის გაკეთებაა შესაძლებელი, ლოდინის გარდა”, – აღნიშნავს რიკარდ იოზვიაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები