გიორგი ვოლსკი – “იმედის” გადამღებ ჯგუფზე: ახალგაზრდა გოგონას, ოპერატორს ამწყვდევენ კედელთან და არ აძლევენ საშუალებას, შეასრულოს თავისი პროფესიული მოვალეობა

“ქართული ოცნების” წევრის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან „იმედის“ გადამღები ჯგუფების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებს აქვს ადგილი.

„ახალგაზრდა გოგონას, ოპერატორს ამწყვდევენ კედელთან და არ აძლევენ საშუალებას, შეასრულოს თავისი პროფესიული მოვალეობა. ეს არ არის მხოლოდ კანონის დარღვევა, ეს არის სახე იმ ადამიანების, რომლებიც იჩემებენ, ევროპული საქციელის მაღალ სტანდარტს და რეალობაში სჩადიან დანაშაულს, რომელსაც ჰქვია დესტაბილიზაციისთვის სიტუაციის მზადება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ტელეკომპანიის ინფორმაციით, „იმედმა“ გადამღები ჯგუფებისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირებისთვის საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები