“აქციის მონაწილეები კვლავ აგრძელებენ სავალი ნაწილის შეზღუდვას“ – ვაჟა სირაძე

“აქციის მიმდინარეობის პერიოდში გარკვეულმა პირებმა გამოხატეს აგრესია და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციული წელით იქნენ დაკავებული”, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიცია სისტემატურად მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, იმოქმედონ კანონის ჩარჩოებში.

„დრონის საშუალებით ჩამოაგდეს საღებავები და გარკვეული სახის ბოთლი. პოლიციის მხრიდან სისტემატურად ხდება მათთვის განმარტება, რომ იმოქმედონ კანონის ჩარჩოებში, მათ შორის მედიასთან მიმართებით. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის გარკვეული ფაქტები და მოვახდინეთ რეაგირება.

ჩვენ განვუმარტეთ აქციის მონაწილეებს შეკრებების და მანიფესტაციის შესახებ კანონის არსი. მოხდა მათი სხვა ლოკაციაზე გადმოწევა, ის კონსტრუქციები და სხვადასხვა სახის ნივთები, რომელიც უკანონოდ ჰქონდათ განთავსებული სავალ ნაწილზე, ჩამოვართვით. აქციის მონაწილეები კვლავ აგრძელებენ სავალი ნაწილის შეზღუდვას“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები