„ჰეზბოლას“ პრეს-სამსახურის ხელძღვანელი ბეირუთის ცენტრში მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა

ბეირუთზე IDF-ის დარტყმის შედეგად, „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, მუჰამედ აფიფი დაიღუპა, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციაში პროპაგანდაზე იყო პასუხისმგებელი. აფიფის ლიკვიდაციის შესახებ Sky News Arabia და Reuters იტყობინებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მუჰამედ აფიფი „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომსვლელი იყო. ის ბეირუთის ცენტრში, რას ალ-ნაბაას რაიონში შენობაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები