საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად ქვეყანას პირველი ბავშვი მოევლინა

   საშვილოსნოს გადანერვის შედეგად მსოფლიოში პირველი ბავშვი შვედეთში გაჩნდა. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ქალმა ბავშვი ნაადრევად, 32 კვირის ორსულობის შემდეგ გააჩინა. ახალშობილი 1.8 კილოგრამს იწონის. იმპლატანციის საჭიროება იმან გამოიწვია, რომ დედა საშვილოსნოს გარეშე დაიბადა. ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საშვილოსნო მზად იყო მასში გაყინული ემბრიონი მოეთავსებინათ. დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობს თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები