პატრულმა დიდი ოდენობით დაკარგული თანხა მფლობელს დაუბრუნა (ვიდეო)

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ წეროვანთან, 1987 წელს დაბადებული ფრიდონ კუსრაევისგან მიიღეს შეტყობინება, რომ სამარშრუტო ტაქსში დარჩა ჩანთა, რომელშიც 11 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებმა შეტყობინების მიღებისთანავე თბილისისკენ მოძრავი ავტომანქანის სავარაუდო მონაცემები თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს.
სამართალდამცველებმა სამარშრუტო ტაქსი თბილისში, დადიანის ქუჩაზე გააჩერეს და ფულიანი ჩანთა იპოვეს. პატრულმა ნაპოვნი თანხა კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FF9crEED4mI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები