Axios: აშშ უკრაინისთვის ნატოს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის

პირველ ეტაპზე აშშ ნატოს მოკავშირეებს დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, – ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„მიწოდებები, რომლებიც საბოლოო ჯამში უკრაინისთვის არის განკუთვნილი, მოიცავს რაკეტებს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებსა და საარტილერიო ჭურვებს. ეს არის ტრამპის პოლიტიკის კარდინალური ცვლილება. ის თავდაპირველად უარს ამბობდა უკრაინის მხარდაჭერაზე და ბოლო დრომდე ამტკიცებდა, რომ მხოლოდ თავდაცვით იარაღს მიაწვდიდა ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია სტატიაში.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა Axios-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვი 50 დღის ვადაში უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, რათა თავიდან აიცილოს მკაცრი სანქციები და ტარიფები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები