ირაკლი ქადაგიშვილი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ეს განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ დასავლეთში გარკვეული საზოგადოებრივი აზრი კვებონ იმასთან დაკავშირებით, საქართველოში როგორ არის შელახული ჟურნალისტის თუ მედიის თავისუფლება

„ეს განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ დასავლეთში გარკვეული საზოგადოებრივი აზრი კვებონ იმასთან დაკავშირებით, საქართველოში როგორ არის შელახული ჟურნალისტის თუ მედიის თავისუფლება,“- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ეს განცხადებები, ვფიქრობ, უფრო კეთდება იმისთვის, რომ იგივე იმ დასავლეთში გარკვეული საზოგადოებრივი აზრი კვებონ იმასთან დაკავშირებით, საქართველოში როგორ არის შელახული ჟურნალისტის თუ მედიის თავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დიპლომატმა თქვა, რომ მზია ამაღლობელი ხელისუფლების კრიტიკის გამო დააკავეს. ასევე, ითხოვს პატიმრების გათავისუფლებას და იმ კანონების გაუქმებას, რომელთა ერთადერთი მიზანი საქართველოში გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. „ქრონიკამ“ დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიმართა კითხვით, თუ რაზე დაყრდნობით უწოდებს ელჩი კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს, თუმცა დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ დრომდე დუმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები