კაია კალასი: პრეზიდენტ ტრამპის მკაცრი პოზიცია რუსეთის მიმართ მისასალმებელია
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკაცრ პოზიციას რუსეთის მიმართ, მაგრამ 50-დღიან ულტიმატუმს ძალიან ხანგრძლივს უწოდებს.
„ძალიან პოზიტიურია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მკაცრ პოზიციას იკავებს რუსეთის მიმართ.
მეორე მხრივ, 50 დღე ძალიან დიდი დროა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი ყოველდღიურად უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ“, – აღნიშნა კალასმა ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს“.