„ალ-ქაიდას“ „ისლამური ხალიფატის“ მიერ სიკვდილით დასჯილი ბრიტანელის გადარჩენა სურდა

„ისლმური ხალიფატის“ შემდეგი მსხვერპლი 47 წლის ბრიტანელი ალან ჰენინგი გახდა. მისი სიკვდილით დასჯა „ISIS“-ის წარმომადგენლებმა ინტერნეტით უკვე გაავრცელეს. როგორც გამოცემა „The Independent“-ი წერს, ჰენინგის გადარჩენას ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა“ ცდილობდა. „ალ-ქაიდას“ წევრებმა „ისლამური ხალიფატის“ წევრებს მოუწოდეს არ დაესაჯათ ბრიტანელი, რადგან მათი თქმით ის „უდანაშაულო სოციალური მუშაკი იყო, რომელიც დატანჯული მუსულმანების დახმარებას გულწრფელად ცდილობდა”. ამის მიუხედავად „ისლამური ხალიფატის“ ტერორისტებმა ბრიტანელი მაინც სიკვდილით დასაჯეს.
როგორც „The Independent”-ი წერდა, ტაქსისტი ალან ჰენინგი იმდენად შეწუხდა სირიაში მუსულმანების მდგომარეობით, რომ გადაწყვიტა სირიელი დევნილები სამედიცინო აღჭურვილობით მოემარაგებინა. თუმცა მისი სიკეთე არ დაფასდა და ის „ხალიფატის“ ბოევიკებმა სირიაში შეიპყრეს.
„ისლამური ხალიფატის“ ბოევიკების განცხადებით, ჰენინგის შემდეგ სიკვდილით ისინი ყოფილ სამხედრო მოსამსახურე პიტერ კესინგს დასჯიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები