ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს მთავრობამ უნდა გააუქმოს უცხოური გავლენისა და ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები
საქართველოს მთავრობამ უნდა გააუქმოს უცხოური გავლენისა და ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება პროგრესს მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
„საქართველოს ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები დაფიქსირებულია და ეს პირობები მკაფიოა – დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე გაიგებენ თბილისში, მით უკეთესი იქნება“, – აღნიშნა მარგარიტის სხინასმა.