ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული სამი აქტივისტის წინააღმდეგ სამართალწარმოება შეწყდა

სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის დაკავებული სამი აქტივისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმე შეწყვიტა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დანაშაულებრივი ქმედებები არ გამოიკვეთა. ხუთი დაკავებულიდან სამის საქმე დაიხურა“, – განაცხადეს ე.წ. სასამართლოში.

ასლან გვარამიამ, რამაზ ჯოპუამ და ომარ სმირმა საპატიმრო უკვე დატოვეს.

გუმისთას ხიდზე აქცია კვლავ გრძელდება. აქტივისტების განცხადებით, აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა დაკავებული არ გათავისუფლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები