ქადაგიშვილი – აქციაში მონაწილე უცხოელ პოლიტიკოსებზე: ყოველთვის ქართველი ხალხის განსჯის მომხრეები იყვნენ, თუ ის არ აირჩევდა მათ რჩეულ პოლიტიკურ ძალას

“ისინი ყოველთვის ქართველი ხალხის განსჯის მომხრეები იყვნენ, თუ ქართველი ხალხი არ აირჩევდა მათ რჩეულ პოლიტიკურ ძალას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახლა ისინი საკუთარ მოთხოვნებს ხმამაღლა აჟღერებენ.

“აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ახლა ისინი ხმამაღლა ითხოვენ, არაფერს აღარ მალავენ. მე პირდაპირ გეტყვით, რომ მათ საქართველო და ქართველი ხალხი ნაკლებად აინტერესებთ. აქვთ თავიანთი პოლიტიკური მიზნები, რასაც დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გზით ვერ აღწევენ და უნდათ, რომ ტერორის გზით, საქართველოს მოსახლეობა დააშანტაჟონ”, – განმარტავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები