ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციამ ამომრჩეველს ვერანაირი გეგმა ვერ წარუდგინა

“ოპოზიციამ ვერანაირი გეგმა ვერ წარადგინა, არანაირი მუხტი არ არის, მათი ამომრჩეველი ტყუილში ცხოვრებით დაიღალა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია რასაც აანონსებს, ყველაფერი აბსურდია.

„ოპოზიციამ ამომრჩეველს ვერანაირი გეგმა ვერ წარუდგინა. ხაზარაძე ამბობს, თავად ვარ გეგმაო. მათგან არანაირი მუხტი არ არის. გუშინ დაახლოებით 1000-2000 ადამიანი იყო შეკრებილი, რადგან რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი ტყუილში ცხოვრებით დაიღალა. თავადაც კარგად აანალიზებენ, რომ რასაც ოპოზიცია უანონსებთ, ეს ყველაფერი აბსურდია. ოპოზიცია საკუთარ დღის წესრიგს იმაზე აგებდა, რომ თითქოს, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 25% იყო. როდესაც ჩვენ 54% ავიღეთ, თავის ამომრჩეველს ვერ ეტყვიან, რომ გატყუებდითო და ახლა მათ უფრო მეტად ატყუებენ, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ 300 ათასი ხმა გააყალბა და 100 ათასს ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვა. ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები