ვახტანგ ჩოჩია: ქართველი ხალხის არჩევანი არის ქვეყნის ღირებულებების, კეთილდღეობის და ოჯახური ღირებულებების დაცვა, რომელსაც ეს რვავე ადამიანი ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგება
“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია, ოპოზიციის აქციაზე ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების მისვლას გამოეხმაურა.
“მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არის მხოლოდ მათი ვიწრო მერკანტილური პოლიტიკური ინტერესის მატარებელი და ვერანაირი გავლენა ვერ ექნება ვერც საერთაშორისო საზოგადოების განწყობებზე და ვერც ქართველი მოსახლეობის განწყობაზე. ქართველი ხალხის არჩევანი არის ქვეყნის ღირებულებების, კეთილდღეობის და ოჯახური ღირებულებების დაცვა, რომელსაც ეს რვავე ადამიანი ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა ვახტანგ ჩოჩიამ.