იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: არჩევნებამდე კეკლუცობდნენ ტელეკამერებთან, თითქოს, მათთვის ოჯახური ტრადიციების დაცვის კანონი არ იყო მიუღებელი და ამით ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ

„თუ ეს ადამიანები არჩევნებამდე კეკლუცობდნენ ტელეკამერებთან, რომ თითქოს მათთვის ოჯახური ტრადიციების დაცვის კანონი არ იყო მიუღებელი და ამით ცდილობდნენ, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ, დღეს პირდაპირ ამბობენ, რომ ეს კანონი თურმე გასაუქმებელია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

“უპრიანი იქნებოდა, მაშინ, როდესაც მილიონი ადამიანი იყო საქართველოს ქუჩებში გამოსული, გამოსულიყვნენ და მაშინ დაეფიქსირებინათ ეს პოზიცია. სინამდვილეში, აქაც საკუთარ დაცლილ „ღირებულებებს“ აჩვენებენ ჩვენს საზოგადოებას. მეორეს მხრივ ანგარიშვალდებულებას იმ პატრონების მიმართ, რომელიც მათ ქვეყნის გარეთ ჰყავთ“, – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები