გიორგი ვოლსკი: ულტიმატუმის ენით საუბარი დროებითია იმიტომ, რომ ეროვნული ინტერესები იქნება სწორედ ის, რაც დაფასდება როდესაც ევროკავშირში შესვლის დრო მოვა
მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის კანონების გაუქმების შესახებ ევროპელის ლიდერების ნაწილის განცხადებებს ეხმაურება.
„ულტიმატუმით საუბარი ზოგადად ქვეყნის მიმართ, ასეთი პოზიციის გამოხატვა, რომელიც რადიკალიზაციას უწყობს მხოლოდ ხელს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ევროპული სტანდარტი ის არის, რომელიც ჩვენთვის მისაღებია. ჩვენთვის მისაღებია ევროპული სტანდარტი და ამ სტანდარტებში ვუსწრებთ ყველას – ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს. ეს არის ფაქტი, აქედან უნდა გავაანალიზოთ. ამ ულტიმატუმის ენით საუბარიც დროებითია იმიტომ, რომ ამ პროცესში, მე დარწმუნებული ვარ, ეროვნული ინტერესები იქნება სწორედ ის, რაც დაფასდება მაშინ, როდესაც ევროკავშირში შესვლის და გაწევრიანების დრო მოვა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.