გურამ მაჭარაშვილი: რით ვერ მიხვდა, ევროკავშირის ხელმძღვანელობა, რომ ფულზე არ იყიდება სამშობლო, ფულზე არ იყიდება მშვიდობა, არ იყიდება ტრადიციები

“არ შეიძლება, გქონდეს არგუმენტები გამჭვირვალობის წინააღმდეგ. არ შეიძლება, გქონდეს არგუმენტები ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ. მათი ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ ვამბობთ და ამიტომ უნდა გააკეთონ”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ევროპელი ლიდერების ნაწილის მოთხოვნას, რომელიც გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების გაუქმებას ეხება.

მაჭარაშვილის თქმით, სამშობლო ფულზე არ იყიდება.

„რით ვერ მიხვდა, ევროკავშირის ეს ხელმძღვანელობა, რომ ფულზე არ იყიდება სამშობლო, ფულზე არ იყიდება მშვიდობა, არ იყიდება ტრადიციები! საქართველოს მინიმალურ ისტორიას მაინც გადახედონ. ჩვენი წინაპრები თავს სწირავდნენ, რომ ქვეყანა გაერთიანებულიყო, მშვიდობა ყოფილიყო, ტრადიციები და რწმენა შენარჩუნებულიყო. ახლა მათ უნდათ, რომ რაღაც ფულის დახმარების გამო ის კანონები, რომელიც არის ჩვენი ტრადიციების დამცველი, გავაუქმოთ და თან ამ კანონებს არა მარტო ამ პარლამენტის, არამედ უკვე იმ 1,200 მლნ ადამიანის მხარდაჭერა აქვს, რომლებმაც ჩვენ მხარი დაგვიჭირა. არ შეიძლება, გქონდეს არგუმენტები გამჭვირვალობის წინააღმდეგ. არ შეიძლება, გქონდეს არგუმენტები ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ. მათი ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ ვამბობთ და ამიტომ უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები