პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ინდოეთს ომით დაემუქრა

პაკისტანმა შესაძლოა ომი გამოუცხადოს ინდოეთს, თუ მდინარე ინდუსის წყლის გაზიარების შეთანხმების შეუსრულებლობის გამო ინდოეთის წყლის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება.

ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა მუჰამედ ასიფმა განაცხადა.

„როგორც კი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით და წყლის რესურსებიც ამის ნაწილი იქნება, ჩვენ ინდოეთთან ომს დავიწყებთ.

ისლამაბადი სამხედრო ქმედებებს განიხილავს, თუ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ ინდოეთი „საგანგაშო ტემპით მოძრაობს პაკისტანის წყალმომარაგების შესაფერხებლად და წყალს იარაღად იყენებს“, – განაცხადა ასიფმა.

ინდოეთის წყლის რესურსების მინისტრმა, ჩანდრა პრაკაშ პატილმა, განაცხადა, რომ თუ პაკისტანი საზღვრისპირა ტერორიზმის მხარდაჭერას არ შეწყვეტს, ინდუსის წყლებზე წვდომა პაკისტანს 2028 წლის ივნისამდე შეიძლება მთლიანად შეეზღუდოს.

მედიის თანახმად, ინდოეთის მიერ ორმხრივი ინდუსის წყლის ხელშეკრულების შეჩერების გამო პაკისტანი წყლის მწვავე დეფიციტის წინაშე დგას.

ცნობისთვის, 1960 წელს ინდოეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს ინდუსის წყლების ხელშეკრულებას, რომელიც წყლის რესურსების გაზიარებას ითვალისწინებდა. ამ შეთანხმების თანახმად, ისლამაბადმა კონტროლი მოიპოვა თავად ინდუსზე და მის შენაკადებზე, ჩენაბსა და ჯელუმზე, რომლებიც ინდოეთის ტერიტორიიდან მოედინება. შედეგად, პაკისტანმა მიიღო ინდუსის მდინარის აუზის წყლების თითქმის 80%, რომელიც წყლით უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები