კალიფორნიის შტატში მეორე დღეა, ძლიერ ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარი მეორე დღეა მძვინვარებს. ძლიერმა ქარმა ხანძრის სწრაფად გავრცელებას ხელი შეუწყო.
ცეცხლი ლოს-ანჯელესის მახლობლად არის გავრცელებული, რის გამოც 10 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.
კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, საფრთხე ემუქრება 3500 საცხოვრებელ სახლსა და სხვა შენობებს. მისივე თქმით, ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ფედერალური დაფინანსება უკვე გამოყოფილია.
კალიფორნიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ოლქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე სწრაფად გავრცელებული ხანძრის გამო. ხანძრის გამო ქააქ ვენტურას ოლქში 20-ზე მეტი სკოლა დახურულია.