აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ძლიერ ხანძარს ებრძვიან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ ათობით სახლი გაანადგურა.
მედიასაშუალებების ცნობით, ხანძრის გამო 10000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ხანძარი ქარის მეშვეობით სწრაფად ვრცელდება.
„ხანძრის გავრცელების გამო 10000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, რადგან ის საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს“, – აცხადებს გუბერნატორი გევინ ნიუსომი.
ამასთან, მეტეოროლოგები ამბობენ, რომ კალიფორნიაში 100 მილი/სთ სიჩქარის ქარია მოსალოდნელი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ყველა რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ ხანძრის ლოკალიზება მალე მოახერხონ.