„სისხლისმსმელი ბოკერია ადამიანების უფლებებზე გველაპარაკება- ამნეზია გაქვთ?“
ორგანიზაცია „თავიფალი თაობის“ ერთ-ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ასპარეზიდან გაძევებას ითხოვს. როგორც სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, სანამ სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენები არ გასამართლდებიან, ახალგაზრდები ვერ გადარჩებიან.
„მე ვებრძვი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც წესით ნორმალურმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ვითხოვ კრიმინალების, სადისტების ,მკვლელების და მოღალატეების დასჯას, მათთვის წითელი ბარათის ჩვენებას და გაძევებას პოლიტიკური ასპარეზიდან. მთელი თაობა დაგვღუპეს ამ მანქურთებმა და ეხლა წამოდგება ვიღაცა და ჰუმანისტურ ფრაზებს დაახვავებს ისე რომ თავად არ ჯერავს ამისი. გიმეორებთ მე ამ საზარბაზნე ხორცთან რომელსაც ზონა ქვია საქმე არ მაქვს, ესენი არ მძულს, პირიქით მინდა გადარჩნენ და თუ არ იარსებებს ნაციონალური მოძრაობა ეს ახალგაზრდებიც გადარჩებიან.
დიახ!!! სულ მარტო რომ დავრჩეთ ქვეყანაზე მე და ჩემი თანამებრძოლები ბოლომდე ვიბრძოლებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ასაკრძალად. გიმეორებთ, კატეგორიულად გიმეორებთ არანაირი დაპირისპირება ახალგაზრდათა ორ ჯგუფს შორის არაა, ესაა დაპირისპირება და ომი სერგო ორჯონიკიძის შთამომავლებთან, სააკაშვილის დანაშაულებრივ ბანდასთან,რომელიც უნდა აილაგმოს პოლიტიკური ასპარეზიდან.
ხალხი სამართლიანობას და სიმართლეს ელოდება და სანამ არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა. არ დაუთმობთ ამათ საქართველოს არააა!!! გამოდის ეს სისხლისმსმელი ბოკერია და ადამიანების უფლებებზე გველაპარაკება, ამნეზია გაქვთ?დაგავიწყდათ მათი დამცინავე და ზიზღიანი სახეები? თუ ის დაგავიწყდათ იმბეცილი გივი თარგამაძე მთელს საქართველოს სულის ამოხდით რომ ემუქრებოდა? აბჯარში და გორილებით გარშემორტყმული მერაბიშვილები და ახალაიები უძლეველი ლომები ეგონათ და ეხლა გახდნენ ლიბერალი უფლებადამცველები?
7 ნოემბერს ეს „ზონელები“, რომლებიც ნიღბებში და ჯინსებში იყვნენ დასდევდნენ ხალხს დასარბევად და მოსაკლავად!!! ხალხი ებრძვის სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებს, მკვლელებს, სადისტებს, საქართველოს გამყიდველებს და სანამ რეჟიმი არ გასამართლდება და ყველას საკადრისი არ მიეზღვება, ახალგაზრდები არ გავჩერდებით“, – წერს ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.