„კარწახის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა (ვიდეო)
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩავიდა, სადაც შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვარამაძესთან ერთად, საქართველო-თურქეთის საზღვარზე გაეცნო „კარწახის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას.
„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო პუნქტი, ვინაიდან ის უმოკლესი მანძილით დააკავშირებს თურქეთის ცენტრალურ რაიონებს საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და რუსეთთან. ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან ტვირთბრუნვას. ჩვენი მხრიდან უკვე მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები და მალე, ქართული მხრიდან საბაჟო მზად იქნება ფუნქციონირებისთვის. როგორც კი თურქეთი შეძლებს თავის მხარეს გახსნას საბაჟო-გამშვები პუნქტი, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ მუშაობას“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=2KjonMRF6ss” width=”560″ height=”315″]