დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები ფოთში დევნილებს შეხვდნენ

  ფოთში, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მალთაყვას დასახლებაში, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ, დევნილთათვის გადაცემული ბინების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს.
მონიტორინგი მიზნად ისახავდა გადამოწმებას, თუ რამდენად სამართლიანად განაწილდა საცხოვრებელი ფართები.
5 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, ყველა დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სამართლიანად, კრიტერიუმების სრული დაცვით გადაეცა.
გადამოწმების პროცესში, დევნილი ოჯახების მიერ წარმოადგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესებამებოდა მათ ქულას.
აღნიშნული ოჯახებისათვის ბინების გადაცემის საკითხი ეჭვქვეშ იმ ორმა დევნილმა ქალბატონმა დააყენა, რომლებიც პროტესტის ნიშნად, ფოთიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ.
მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების თანახმად, მათ მინიჭებული აქვთ 1 და 1,5 ქულა, ისინი არა საკუთარ დაბალ ქულებს, არამედ სხვა დევნილი ოჯახებისათვის ფართების „არაკნონიერად“ გადაცემას აპროტესტებენ.
სწორედ მათ მიერ მიწოდებულ სიაში არსებული 30-ზე მეტი ოჯახი შეისწავლეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
მონიტორინგის შედეგების გაცნობის ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი, მამუკა ცოტნიაშვილი და ფოთის მერი ირაკლი კაკულია დაესწრნენ.
მონიტორინგის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები