აშშ-ში ტროპიკული შტორმისთვის ემზადებიან
აშშ-ში, მექსიკის ყურეში, ტროპიკული შტორმის “რაფაელის” მოლოდინში არიან,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
უჩვეულო და ძლიერი ქარიშხლების ფონზე, აშშ შაბათ-კვირას კიდევ ერთი ტროპიკული ქარიშხლის მოლოდინშია.
ტროპიკული შტორმი კარიბის ზღვაში გუშინ დილით წარმოიქმნა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ამინდი გაუარესდება და საბოლოო ჯამში, ძლიერი ტროპიკული შტორმი “რაფაელი” ჩამოყალიბდება.
ელოდებიან, რომ “რაფაელი” ჯერ კუბას დაატყდება თავს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მექსიკის ყურისკენ აიღებს გეზს.
იქიდან გამომდინარე, რომ შტორმი ახალი ჩამოყალიბებულია, სინოპტიკოსებს მისი ზუსტი მიმართულების განსაზღვრა არ შეუძლიათ.