აშშ-ის სამხრეთის სარდლობა: კარიბის ზღვაში გემზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის სამხრეთის სარდლობის (SOUTHCOM) განცხადებით, კარიბის ზღვაში ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებულ ოპერაციებში ჩართულ გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

უწყების ინფორმაციით, ოპერაცია 21 ივნისს ჩატარდა. სამხრეთის სარდლობის ცნობით, გემი ნარკოტიკების ტრანსპორტირებაში იყო ეჭვმიტანილი.

“გემი კარიბის ზღვის აუზში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტებით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული. ამ ოპერაციის დროს ორი ნარკოტერორისტი დაიღუპა, ხოლო ექვსი მამაკაცი გადარჩა. შეტაკების შემდეგ სამხრეთის სარდლობამ დაუყოვნებლივ აცნობა აშშ-ის სანაპირო დაცვას, რათა გადარჩენილების საძიებო-სამაშველო სისტემა გაეაქტიურებინათ”,- ნათქვამია გავრცრლებულ განცხადებაში.

ამერიკულ მხარეს დამატებითი დეტალები, მათ შორის დაღუპულთა ვინაობა და ოპერაციის ზუსტი გარემოებები, ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია.

SOUTHCOM-ის განცხადებით, ოპერაციის დროს აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები არ დაზარალებულან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები