გურამ მაჭარაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საქართველოს ხედავს, როგორც კოლონიას, უცხოელებს როცა იშველიებენ და საარჩევნო კამპანიას მათთან ატარებენ, ეს სუვერენიტეტის გაუქმებას ნიშნავს

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ინტერესია, ოღონდ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და თუნდაც, სუვერენიტეტი გაუქმდეს ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ვამბობდით, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმება უნდა-თქო და მტკიცებულებებს ითხოვდნენ. შეგიძლიათ, მათი ამჟამინდელი განცხადებები იხილოთ, მათ შორის საერთაშორისო გამოძიებაზე. პატივს როცა არ სცემ მილიონ 200 ათასი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას და მიგაჩნია, რომ გამოძიება საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა ჩაატაროს, რომელიც ანტიკონსტიტუციურია და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს, სად არის აქ სუვერენიტეტი? – ეს ხალხი საქართველოს ხედავს, როგორც კოლონიას და მეორე-მესამეხარისხოვან სახელმწიფოს. ამით ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ. იმის იმედი როცა არ აქვთ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა და არჩევნებს აგებენ, შემდეგ უცხოელებს იშველიებენ და საარჩევნო კამპანიას ქართული საზოგადოების ნაცვლად უცხოელებთან ატარებენ, ეს სწორედ სუვერენიტეტის გაუქმებას ნიშნავს. მეტი რა მტკიცებულებებია საჭირო, როცა საარჩევნო კამპანიას უცხოელებთან ატარებენ და უნდათ, რომ გამოძიება საქართველოს ნაცვლად უცხოელებმა ჩაატარონ, ასევე, მოსამართლეები უცხოელებმა აირჩიონ და არჩევნები უცხოელებმა ჩაატარონ. ეს არის კლასიკური გაგებით ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმება. მათი ინტერესია, ოღონდ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და თუნდაც, სუვერენიტეტი გაუქმდეს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები