მამუკა ხაზარაძე: დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს.

„დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. ყველგან გავიმარჯვებთ!! დღეს სააპელაციო სასამართლოსთან ვიკრიბებით 3 სთ-ზე, ბრძოლა გრძელდება.

P.S. პროკურატურაში მისვლას რა თქმა უნდა არ ვაპირებ! შევხვდებით მაგისტრანტ მოსამართლესთან!!“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები