არჩილ გორდულაძე – ოპოზიციაზე: როდესაც მოუწევთ პროკურატურაში გამოცხადება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, თითოეულ სიტყვაზე იქნებიან პასუხისმგებლები, ამ პასუხისმგებლობას გაურბიან, იმიტომ რომ იციან, რომ იტყუებიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას გაურბიან, რადგან იტყუებიან.

აღნიშნული განცხადება დეპუტატმა არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითზე საუბრისას გააკეთა.

„საუბრობენ ყველაფერზე, რაც ენაზე მოადგებათ, რასაც მოიფიქრებენ ტოპ-ტვინები ან მათთან ასოცირებული ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს ბატონი თენგო თუ სხვა. მაგრამ, როდესაც მოუწევთ პროკურატურაში გამოცხადება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, თითოეულ სიტყვაზე იქნებიან პასუხისმგებლები. სწორედ ამ პასუხისმგებლობას გაურბიან, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ იტყუებიან“, – აცხადებს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები