„ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე პირადად აგრესია არ მიგრძნია” – აჩიკო ბერიძე

„ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე პირადად აგრესია არ მიგრძნია, ყველა დადებითად გვხვდებოდა”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დელეგატმა – აჩიკო ბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

“ჩემთვის პოლიტიკური ცხოვრება სიახლე იყო და ძალიან ბევრი ვინერვიულე, თუმცა მოსახლეობასთან კარდაკარ-ის შეხვედრების დროს იმდენად დადებითი ემოციები მოდიოდა, რომ ვბრუნდებოდი ვეკითხებოდი წინა არჩევნების დროსაც ასეთი დამოკიდებულება იყო თუ არა- თქო.

ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე პირადად აგრესია არ მიგრძნია, ყველა დადებითად გვხვდებოდა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ რთული არ იყო არჩევანის გაკეთება.

როდესაც მართალი ხარ, ამ სიმართლის უკან დგას შენი ქვეყანა და ამხელა პასუხისმგებლობა გაქვს აღებული ძალიან მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება. ჩვენი ქვეყანა იყო იმ საშიშროების წინაშე, რასაც ომი და მშვიდობა ჰქვია, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ეს პასუხისმგებლობა იგრძნო და გადადგა ნაბიჯი მშვიდობისკენ“, – აღნიშნა  ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები