რუსეთის 15 რეგიონში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა

რუსეთის 15 რეგიონში სარაკეტო საფრთხის რეჟიმი გამოცხადდა. ინფორმაციას რუსული მედია და რეგიონული ხელისუფლებები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, მოსახლეობამ მობილურ ტელეფონებზე საგანგებო შეტყობინებები მიიღო, რომლებიც მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისა და საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებს.

რუსეთის ფედერალურ საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ დროებითი შეზღუდვები დაწესდა პენზის, სარატოვის, ნიჟნი ნოვგოროდის, ტამბოვის, სამარისა და ულიანოვსკის აეროპორტებში.

რიგ რეგიონებში ამოქმედდა საჰაერო განგაშის სისტემა.

ამ ეტაპზე შესაძლო თავდასხმების, მსხვერპლის ან ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ვითარებას შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები