გურამ მაჭარაშვილი: გააუქმეთ ანტი ლგბტ და გამჭვირვალობის შესახებ კანონები და არჩევნებს გიღიარებთო – ანუ, თუ კაცები გათხოვდებიან საქართველოში, ის 300 000 ხმა აღარ იქნება გაყალბებული? 

„არ მწამს”, „აღქმა მაქვს, რომ გაყალბდა”, „დათვლა სწორი იყო, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ გაყალბდა” , „ის ქალი იჯდა და იღიმოდა, მაგრამ ამ ღიმილში ზეწოლის ფაქტები იყო” და ა.შ., რაღაც, რიტუალური პროცესები დაასახელა [არჩევნების „გაყალბების”] მიზეზად ოპოზიციამ, რის გამოც თურმე ცესკომ უნდა თქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს, თავიდან უნდა ჩატარდეს არჩევნებიო. ამ წრეში ტრიალებს ოპოზიცია და იმიტომ არის ასეთი შედეგების მქონეც”, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციამ ლოგიკური შედეგი მიიღო არჩევნებზე, როცა დამარცხდა, რადგან მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლგბტ დროშით ხელში გაატარა.
„აბა, სხვა რა შედეგებს ელოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, როცა მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლგბტ დროშა ხელიდან არ გაუშვეს? როცა ტრადიციების გინებას თავი არ დაანებეს? ეკლესიის ლანძღვას არ შეეშვნენ და არაფერი ქართული არ დატოვეს, რასაც კი შეეხნენ. ამიტომ, ისეთმა ხალხმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მანამდე რომ არ მიუღიათ, რადგან ამისკენ თავად ოპოზიციამ და მათმა პატრონებმა უბიძგეს, კაცების გათხოვების მოთხოვნით. არ გვინდა ეს კაცების გათხოვება, თუ ოპოზიციას უნდა, უნდა გათხოვდნენ და რაც უნდათ, ის აკეთონ. დღესაც იმავეს ამბობენ [ქვეყნის გარეთაც] – ოღონდ კაცები გაათხოვეთ და არჩევნებს ვაღიარებთო. ანუ, გააუქმეთ ანტი ლგბტ კანონიო, გააუქმეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, შავი ფული შემოგვატანინეთ და არჩევნებს გიღიარებთო. ანუ, თუ კაცები გათხოვდებიან საქართველოში, ის 300 000 ხმა აღარ იქნება გაყალბებული? ეს არის ის რეალობა, რასაც საქართველო არასდროს მიიღებს”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები